
უკრაინა ომის დაწყების წლისთავზე რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დარტყმას აპირებდა, - ამის შესახებ The Washington Post-ი პენტაგონიდან გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება.
„უკრაინის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა თავის ერთ-ერთ ოფიცერს დაავალა, რომ 2023 წლის 24 თებერვალს რუსეთზე მასობრივი დარტყმების განსახორციელებლად მომზადებულიყო“, - აღნიშნულია პენტაგონიდან გაჟონილ დოკუმენტში, რომელიც 13 თებერვლით თარიღდება.
იმავე დღეს, 2023 წლის 13 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა.
მიუხედავად ამისა, 22 თებერვალს გამოქვეყნდა CIA-ის მორიგი ანგარიში, რომლის თანახმადაც, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო ვაშინგტონის თხოვნას, რომ მოსკოვზე დარტყმები გადაედო, დათანხმდა.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025