
უკრაინა ამ კვირაში მიიღებს ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების პაკეტის პირველ ნაწილს, რომელიც ჯამში 18 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადეს.
„ჩემთვის პატივია ხელი მოვაწერო ევროკავშირისგან ურთიერთგაგების მემორანდუმს 2023 წელს უკრაინის ევროპული დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ, 18 მილიარდ ევრომდე სესხის სახით. პირველი 3 მილიარდის გაცემა განხორციელდება ამ კვირის ბოლოს. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას დაფაროს ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები“ - განაცხადა დომბროვსკისმა.
„უკრაინამ და ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გაწევის შესახებ. ამ კვირაში ჩვენ ველოდებით 3 მილიარდი ევროს ტრანშის მიღებას. მადლობელი ვარ ურსული ფონ დერ ლაიენისა და ვალდის დომბროვსკის. ეს დაეხმარება უკრაინას მომავალში მაკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში“, - განაცხადა დენის შმიგალმა.
0
0