13/12/2021
20:19
პოლიტიკა
მისი თქმით, სააკაშვილის მომხრეთა ეს განცხადებები შეურაცხმყოფელია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მისი ხელისუფლების პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიდნენ სასჯელს. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ იმ წლებში 10 ადამიანისთვის განკუთვნილ საკნებში 80-90 ადამიანი იმყოფებოდა.
მისივე თქმი, ის არის თვითმხილველი, როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტროში დაიწყო მუშაობა და პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვა საკურაციო სფეროდ ჩააბარეს, რა პირობებში იმყოფებოდნენ პატიმრები.
მისივე თქმით, იყო რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც ყოფნა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო, ასევე ღირსების შემლახავი იყო.
„უკიდურესი ცინიზმია, როდესაც სააკაშვილი და მისი მხარე საუბრობს, რომ სააკაშვილს საზღვარგარეთ რეაბილიტაცია ესაჭიროება. თურმე, ახლა ხელისუფლებამ ის ბადენ-ბადენში უნდა გადაიყვანოს, ისიც იმ გადაწყვეტილების გამო, რომ მან იშიმშილა და თავად გაიუარესა ჯანმრთელობა - ე.ი საკუთარი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის იშიმშილა, ასე გამოვიდა. და დღეს კიდევ სახელმწიფოს უბედავს და აშანტაჟებს, რომ ის თურმე საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ და რეაბილიტაცია ბადენ-ბადენში უნდა ჩაუტარდეს. ეს არის ცინიზმი. ეს არის საკუთარი მოქალაქეების დაცინვა, მე ასე მიმაჩნია. ასევე, სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ადგილი აქვს ექიმებზე პოლიტიკურ ზეწოლას და საერთოდ, სამედიცინო საკითხების პოლიტიზების ყოველდღიურ მცდელობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები რეაბილიტაციისთვის მისი უცხოეთში გადაყვანას ითხოვენ.
0
0