
უკიდურესად დიდი შეცდომა დაუშვით, ვინც ეს დაგეგმა, რომ ტვ ,, პირველისთვის,, შეიძლებოდა დაგემალათ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში. ჩვენ ამით არაფერი გვაკლდება, დამიჯერეთ! – ამის შესახებ ტვ “პირველის” ერთერთი ხელმძღვანელი, გადაცემა “რეაქციის” ავტორი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რიღაც ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების უკრაინაში გამგზავრებას, რომლის შესახებ ინფორმაცია ტვ :მთავარმა არხმა” გაავრცელა
,,ეხლა მომისმინეთ რა. ტვ ,,პირველი,, იმით მიყვარს,არავისი რომ არაა,არც ერთი პოლიტიკური ძალის და ფიგურის. არავისთან რომ არ გვაქვს არანაირი ვალდებულება( რაც არ უნდა გვაბრალონ, ჩვენმა თანამშრომლებმა იციან ყველაზე კარგად, რომ არასოდეს, არავის არაფერს ვავალებთ,პოლიტიკურ ორიენტირს არავის ვუხაზავთ ) .. ხოდა, ხელისუფლებას რომ მწვავედ ვაკრიტიკებთ, თუ ვინმე ფიქრობს, ოპოზიციას მოვერიდებით, არ ვიტყვით,რაც სათქმელია, ძალიან,ძალიან ცდება…. თუ ოპოზიციიდან ვინმე ფიქრობს, რომ მათია ტვ ,,პირველი,. აქაც ძალიან ცდება. ეთერებში მხოლოდ ოპოზიცია დადის იმიტომ, რომ არ დადის ხელისუფლება …. უკიდურესად დიდი შეცდომა დაუშვით, ვინც ეს დაგეგმა, რომ ტვ ,, პირველისთვის,, შეიძლებოდა დაგემალათ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში. ჩვენ ამით არაფერი გვაკლდება, დამიჯერეთ! უბრალოდ,იმხელა ვარ უკვე, ზუსტად შემიძლია ვთქვა. რომ პირიქით!'' - წერს ინგა გრიგოლია
0
0