
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტებზე 14 პირი პასუხისგებაში მიეცა. უწყების ცნობით, საუბარია 5 საქმეზე, ბრალდებულებმა კი უკანონოდ მიიღეს ჯამში დაახლოებით 400 000 ლარი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა კომერციულ ბანკში, შეავსეს სესხის განაცხადები, რომლებშიც დააფიქსირეს მცდარი ინფორმაცია მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ასევე, წარადგინეს ყალბი ცნობები ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღებისა და სამუშაო ადგილის თაობაზე, რა გზითაც უკანონოდ მიიღეს ჯამში დაახლოებით 400 000 ლარი," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0