
ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და ასევე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რასაც საპარლამენტო უმრავლესობი წევრი ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა.
"რამდენიმე დღის წინ სიმართლე ვუთხარი ესტონეთის ყოფილი პრემიერმინისტრის თემაზე, ქალბატონ კალასზე, როცა ის მოგვიწოდებდა სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ამ დროს მისი მეუღლე, ოჯახის წევრი ფულს აკეთებდა რუსებზე. ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ რუსეთში მეორე ფრონტი გაგვეხსნა და თვითონ კიდევ საქართველოს გადაასწრეს, რუსეთთან ვაჭრობაში. მაგალითად, ღვინის მიმართულებით ლიეტუვა პირველ ადგილას არის. მათივე სტატისტიკით. ნავთოპროდუქტების პირველ ადგილას ხართ, ღვინის პროდუქტებში საქართველოს გადაასწარით. რა მორალით , რა პრინციპით და ღირებულებებით გველაპარაკებით. და კიდევ გვასანქცირებთ. თან ვის, ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიტზეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს,
მე მინდა მივმართო ესტონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ცანკას თუ ვიღაცას და ვინც დაგვიწესა ეს სანქციები, უკან გაიკეთე ეს შენი სანქცია, სიყვარულით და პატივისცემით წალენჯიხიდან" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ "კურიერთან".
0
0