
„დაპირისპირება გამწვავდა - უილიამმა საყელოში მომიჭირა და… იატაკზე დამაგდო. ზურგზე სერიოზული ტრავმა მივიღე", - ამის შესახებ პრინცი ჰარი, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ავტობიოგრაფიულ წიგნში „Spare“ წერს და თავისი ძმის, უილიამის, მხრიდან ფიზიკურ თავდასხმას აღწერს.
როგორც ცნობილია, ძმებს შორის ურთიერთობა დაიძაბა პრინცი ჰარისა და მსახიობ მეგან მარკლის ქორწინების გამო.
როგორც The Guardian-ი წერს, ძმებს შორის დაპირისპირება პრინცი ჰარის ამერიკელი ცოლის მეგან მარკლის შესახებ საუბარს მოჰყვა.
ინციდენტი ლონდონში, ჰარის სახლში, 2019 წელს მოხდა. ჰარის მტკიცებით, უილიამი მეგანის შესახებ ბრიტანულ პრესაში (ტაბლოიდებში) გაჟღერებულ „ნარატივს თუთიყუშივით იმეორებდა“ და რძალს „რთული, აუტანელი ხასიათის და უხეში“ უწოდა.
„დაპირისპირება გამწვავდა - უილიამმა საყელოში მომიჭირა და… იატაკზე დამაგდო. ზურგზე სერიოზული ტრავმა მივიღე.
უილიამს სურდა საუბარი ჩვენი ურთიერთობისა და პრესასთან ბრძოლის შესახებ. მაგრამ როდესაც ის ჩემთან ნოტინჰემის კოტეჯში მოვიდა, უკვე გაცოფებული იყო. მას შემდეგ, რაც უილიამმა მეგანი ცუდად მოიხსენია, მე მისი [მეგანის] დაცვა დავიწყე, უილიამი ყვიროდა და ამბობდა, რომ მე არ ვიყავი რაციონალური“- ამბობს პრინცი ჰარი.
უილიამი ამტკიცებდა, რომ ის ძმის დახმარებას ცდილობდა. ჰარიმ თქვა: „სერიოზულად ამბობ? უკაცრავად, მაგრამ ამას ეძახი დახმარებას?“ ჰარის თქმით, ამ კომენტარმა კიდევ უფრო გააბრაზა მისი ძმა, რომელიც მისკენ გაემართა. ახლა უკვე შეშინებული ჰარი სამზარეულოსკენ გაიქცა, გაბრაზებული იულიამი კი მას გაეკიდა. ჰარი წერს, როგორ მიაწოდა ძმას ჭიქით წყალი და უთხრა: „უილი, არ შემიძლია ასეთ გაბრაზებულს გელაპარაკო!“
ჰარი წერს: „იულიამმა წყალი დადო, სხვა სახელი დამიძახა, მერე ჩემთან მოვიდა. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. საყელოში ხელი წამავლო, ყელსაბამი გამიგლიჯა და იატაკზე დამაგდო. ძაღლის თასზე დავეცი, რომელიც გატყდა და ზურგში მისი ნამსხვრევები შემერჭო. ერთი წუთით გაბრუებული ვიწექი, შემდეგ ფეხზე წამოვდექი და იულიამს ვუთხარი, რომ გათრეულიყო.
უილიამმა მითხრა, მეც დამერტყა, როგორც ბავშვობაში ვჩხუბობდით ხოლმე. მე უარი ვთქვი დარტყმაზე. უილიამი წავიდა, შემდეგ ისევ დაბრუნდა და ბოდიში მომიხადა.
მეგანს მაშინვე არ მოვუყევი ინციდენტის შესახებ. თერაპევტს დავურეკე და ყველაფერი ვუამბე. მოგვიანებით, მეგანმა ზურგზე ნაკაწრები და სისხლჩაქცევები შემნიშნა. მხოლოდ ამის შემდეგ მოვუყევი მეგანს თავდასხმის შესახებ, რაზეც არც გაოცებულა და არც ისე ძალიან გაბრაზებულა. ის საშინლად დასევდიანდა.“
გამოცემის ინფორმაციით, ჰარიმ, საკუთარი წიგნის, სახელწოდებით „Spare“ („სათადარიგო“), რამდენიმე ეპიზოდში ძმა დაადანაშაულა იმაში, რომ ის ტახტის მემკვიდრის მსგავსად იქცეოდა, ხოლო „თვითონ სათადარიგოა და სამეფო ტახტს იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ მის ძმას რაიმე შეემთხვევა“.
0
0