13/12/2023
15:37
მსოფლიო
უგანდას დედაქალაქ კამპალას უზენაესმა სასამართლომ 25 წლის სერიულ მკვლელს მუსა მუსასიზს 105 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მუსა მუსასიზმა სამი ქალისა და სამი თვის გოგონას მკვლელობა აღიარა. სერიული მკვლელის თქმით, სამივე მსხვერპლი მისი შეყვარებული იყო, ჩვილი კი ერთ-ერთ მათგანს მოუკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მუსა მუსასიზი ქალებთან რომანტიკულ ურთიერთობას აგრძელებდა, შემდეგ სექსუალურად ძალადობდა, ხოცავდა, მათ სხეულებს წვავდა და, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ყრიდა.
მოსამართლე მარგარეტ მუტონიიმ განაცხადა, რომ მკვლელისთვის ხანგრძლივი სასჯელის შეფარდება აუცილებელი იყო ახალგაზრდა ქალების, მათ შორის მისივე ექვსი წლის ქალიშვილის დაცვის თვალსაზრისით.
მუსასიზი მანამდე, 2021 წლის მარტში, ხუთი ქალისა და ჩვილის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. ის, ერთ-ერთი ქალის მკვლელობის ბრალდებით მიმდინარე წლის ივლისში გაასამართლეს. იმ დროისთვის, ადვოკატის შუამდგომლობით, მოსამართლემ მუსასიზი შეიწყალა. ადვოკატის განმარტებით, მუსასიზი მძიმე პირობებში აღიზარდა და ბავშვობა ქუჩაში გაატარა.
0
0