03/05/2023
08:53
მსოფლიო
უგანდაში გაუქმდა ლგბტ თემის წინააღმდეგ მიღებული კანონი, რომელიც ჰომოსექსუალების დაპატიმრებას ითვალისწინებდა. გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო.
მარტში კანონპროექტის დამტკიცებამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დამცველების აღშფოთება გამოიწვია.
კანონმდებლობის მიხედვით, ლგბტ წარმომადგენლების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ეკისრებოდათ მოვალეობა, რომ ხელისუფლებისთვის აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ.
უგანდაში ჰომოსექსუალური აქტები უკვე უკანონოა, მაგრამ მიღებული კანონით ქვეყანა ცდილობდა, ადამიანები ციხეში მათი სექსუალური იდენტობის საფუძველზე ჩაესვა.
გარდა ამისა, კანონის მიხედვით, ლგბტ პირების გარდა, დევნა და პატიმრობა ემუქრებოდათ ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მხარს უჭერენ სექსუალური უმცირესობების უფლებებს და მათ შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.
0
0