08/12/2023
16:06
მსოფლიო
უგანდაში საქონლის ხორცის პროდუქტების გაყიდვა აიკრძალა, რადგან ხელისუფლება ცენტრალური რეგიონის კიოტერას რაიონიდან ჯილეხის გავრცელების შეჩერებას ცდილობს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიოტერას რაიონში ჯილეხით, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ადგილობრივ სოფელში - 20-ზე მეტი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივ მოვაჭრეებს პირუტყვის გადაადგილების უფლება არ მიეცემათ მანამ, სანამ ჯილეხის გავრცელების მასშტაბი არ აღიკვეთება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 40-ზე მეტი ძროხა მოკვდა. უგანდის ჯანდაცვის ორგანოებმა ეპიდემიის აფეთქება 26 ნოემბერს დაადასტურეს.
ჯილეხი იშვიათი, თუმცა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია bacillus anthracis ბაქტერიით. სიმპტომები მოიცავს ცხელებას, კიდურების შეშუპებას და სუნთქვის გაძნელებას.
0
0