17/10/2022
12:51
მსოფლიო
უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსევენმა სამკვირიანი „ლოკდაუნი“ გამოაცხადა, რადგან ქვეყანა ებოლას ინფექციების ზრდას ებრძვის.
„არსებული ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით და ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მთავრობა იღებს დამატებით ზომებს. მუბენდესა და კასანდას რაიონებში ყველა ტიპის მოძრაობა შეჩერდება. თუმცა სატვირთო მანქანებს შეეძლებათ შევიდნენ და დატოვონ ტერიტორიები,“ - განაცხადა მუსევენმა შაბათს სატელევიზიო მიმართვაში.
უგანდის ჯანდაცვის სამინისტრო ასევე გააქტიურებს ვირუსის კონტაქტების მოძიებას და ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების დახმარებით უზრუნველყოფას.
„ებოლა იშვიათი, მაგრამ მომაკვდინებელი დაავადებაა. ის ჰაერწვეთოვანი ინფექციაა; ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის სისხლთან ან ორგანიზმის სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით და არ გადადის ჰაერში ვირუსული ნაწილაკებით,“ - ნათქვამია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებაში.
უგანდაში ებოლას ეპიდემიამ ოთხჯერ იფეთქა. მომაკვდინებელ ვირუსს 2000 წელს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
0
0