18/12/2023
15:13
მსოფლიო
უგანდას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქმეს, რომელიც ანტიჰომოსექსუალიზმის შესახებ კანონს აპროტესტებს. აღნიშნული კანონი ძალაში 2023 წლის მაისში შევიდა.
კანონის თანახმად, ერთსქესიანთა ურთიერთობებისთვის დაწესებულია სასჯელის მძიმე ზომები, მათ შორის, ზოგიერთი დანაშაულისთვის - სიკვდილით დასჯა. კანონს აპროტესტებენ როგორც ცალკეული პირები, ისე უფლებადამცველი ორგანიზაციების ჯგუფი. მათი მტკიცებით, ის არღვევს კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
აღნიშნული კანონი შეფასებულია, როგორც დრაკონული და არაჰუმანური და მიჩნეულია ადამიანის საყოველთაო უფლებების დარღვევად. უფლებადამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ პარლამენტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა კომიტეტმა არ დაუთმო საკმარისი დრო კანონის გადახედვას და არ დაუშვა ამ პროცესში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მონაწილეობა. მათ სურთ, რომ კანონი, რომლის მიღების გამოც უგანდას დასავლეთმა სანქციები დააკისრა, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს და გაუქმდეს.
უფლებადამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი არღვევს კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების სპექტრს, მათ შორის თანასწორობისა და არადისკრიმინაციული შეზღუდვის უფლებას, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და აზრის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024