27/09/2023
13:59
სხვადასხვა
ჩვენ სამშვიდობო ინიციატივას ყოველთვის ბლოკავდა რუსეთი, მაგრამ დღეს სხვა გეოპოლიტიკური რეალობა დგება, ამიტომაც უფრო მეტი გზა უნდა გამოინახოს სოხუმთან სასაუბროდ, რადგანაც დიალოგს ალტერნატივა არა აქვს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სოხუმი გახდება შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი.
„არა მარტო 27 სექტემბერი, ყოველი დღე ტკივილია, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, რომლებსაც იძულებით დაატოვებინეს მათი მიწა-წყალი, რომლებსაც დღემდე ესიზმრებათ სოხუმის ქუჩები, თავიანთი სახლები, სადაც არ უნდა იყვნენ, მაინც აქვთ დანაკლისის და დანაკარგის განცდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს კეთილმოწყობილი ბინები გადავეცით, ყველა ერთხმად გვეუბნებოდა, მირჩევნია სოხუმში ვიყო და საერთოდ არაფერი არ მინდა!
ბოლო წლების განმავლობაში - არც ერთი სიტყვა სოხუმზე და ოკუპაციაზე, პირიქით, მიზანმიმართულად გააჩერეს ანაკლიის პორტი და ლაზიკის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ ხსნიდა ისტორიულ შანსს აღდგენილიყო ყველა დაკარგული ურთიერთობა.
მე ერთხელ მივმართე ჩვენს აფხაზ ძმებს - ჩვენ გვინდა მშვიდობა, ათინჩრა - დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს რომ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას.
ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას, ყოველთვის ბლოკავდა რუსეთი, მაგრამ დღეს სხვა გეოპოლიტიკური რეალობა დგება, ამიტომაც უფრო მეტი გზა უნდა გამოინახოს სოხუმთან სასაუბროდ, რადგანაც დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.
ამასწინათ ყური მოვკარი, უკვე ბევრი იყენებს ტერმინს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რაც არის ტყუილი და რუსული პროპაგანდა - დროა, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ამ ყველაფრის ინიციატორი იყო რუსეთი, რადგანაც საუკუნეების განმავლობაში ქართველები, აფხაზები და ოსები, აშენებდნენ ერთიან საქართველოს.
„მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,
რაც ჩემი ნებით არ დამითმია“
აფხაზეთი საქართველოა! სოხუმი გახდება შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0