19/02/2025
11:15

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის „უფრო მეტად დარწმუნდა“, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია უკრაინაში ომის დასასრულებლად, საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის მაღალჩინოსნებს შორის გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ.
,,დისკუსიებმა ძალიან კარგად ჩაიარა და მჯერა, რომ კრემლს სურს შეაჩეროს ეს ბარბაროსული ომი. ეს უაზრო ომია. არასდროს არ უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. სირცხვილია, რაც ხდება. ვფიქრობ, ხალხს გაუკვირდება, როცა გაიგებს, თუ რამდენი მშვიდობიანი ადამიანი [არა მხოლოდ ჯარისკაცი] დაიღუპა უკრაინაში. გაცილებით მეტი რაოდენობაა, ვიდრე თქვენ ფიქრობთ", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ფლორიდის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
0
0
მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ
08/05/2025