
ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციული ხასიათისაა და ყოველწლიურად იმართება, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა. ტურისტულ გამოფენა - გაყიდვას ტურისტებთან ერთად, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„ასეთი სახის ღონისძიებები უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ადგილობრივი ხელოვანი ადამიანებისთვის, ასევე მარნებისა თუ სასტუმროების მეპატრონეებისთვის, რადგან ტურისტები აქ ეცნობიან მათ საქმიანობას, მათთვის საჭირო ადგილებს და ეს კი თავის მხრივ ჩვენს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას ნიშნავს. მადლობა სააგენტოს ტურიზმის განყოფილებას, ასეთი ღონისძიების მოწყობისთვის და ზოგადად მუნიციპალიტეტში ტურიზმის ხელშეწყობისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება და პანდემიის დამარცხების შემდეგ, კიდევ უფრო გრანდიოზული გამოფენები მოეწყობა.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.
0
0