12/01/2025
01:06
საზოგადოება
თბილისში, რუსთაველის გამზირზე შშმ პირთა უფლებების დამცველი გია ჯვარშეიშვილი დააკავეს და შემდეგ ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ჯვარშეიშვილის ადვოკატმა და ახლობლებმა დაუდასტურეს.
მათი თქმით, ჯვარშეიშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.
ამასთან, როგორც ჯვარშეიშვილის ადვოკატმა, ილონა დიასამიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კლინიკაში მოინახულა მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელმაც განუცხადა, რომ პოლიციელები მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ადვოკატის თქმით, ამჟამად, ჯვარშეიშვილს გამოკვლევები უტარდება.
რაც შეეხება დაკავების მოტივს, როგორც ადვოკატი ამბობს, ზუსტი მუხლი მისთვის უცნობია, თუმცა ვარაუდობს, რომ უფლებადამცველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულოგნობა) და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც პოლიციელის „კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან/და პოლიციის შეურაცხყოფას გულისხმობს.
0
0