10/07/2023
12:09
მსოფლიო
სმიტსონის ინსტიტუტის (აშშ) ბუნებრივი ისტორიის ეროვნული მუზეუმის მეცნიერები კვლევის დროს მივიდნენ დასკვნამდე, რომ უძველესი ადამიანის წინაპრები ჭამდნენ თავიანთ მსგავსებს. კვლევის შედეგებს აქვეყნებს სამეცნიერო ჟურნალი Scientific Reports.
სტატიის ავტორებმა - პალეოანთროპოლოგებმა ბრაიანა პობინერმა, მაიკლ პანტმა და ტრევორ კევილმა - შეისწავლეს უძველესი ჰომინინის (ჰომინიდების ოჯახის ქვეოჯახი, რომელშიც შედის ჰომო საპიენები, შიმპანზეები, გორილები და რამდენიმე გადაშენებული ჯგუფი) ძვალი, რომლის ასაკია 1,45 მილიონი წელი. მასალაში ნათქვამია, რომ ამ ძვალს ჰქონდა წინამორბედების მიერ ქვის ხელსაწყოს დახმარებით გაკეთებული ჭრილობის კვალი და არა მტაცებლის კბილებით. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ჰომინინები დიდი ალბათობით ჭამდნენ ერთმანეთის ხორცს და ასევე ჭამდნენ მონათესავე სახეობების სხვა წარმომადგენლებსაც.
ბრიანა პობინერმა ამ ძვლის ასლი გაუგზავნა კოლეგას მაიკლ პანტს კოლორადოს უნივერსიტეტიდან. თავის მხრივ, მან გააკეთა ძვლის 3D მოდელი და შეადარა დაზიანება მონაცემთა ბაზას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ცხოველის 900 ნაკბენის კვალზე, ჭრილობებზე და სხვა დაზიანებებზე. პანტი თვლის, რომ ძვლის თერთმეტი დაზიანებადან ცხრა ზუსტად შეესაბამება ქვის იარაღებით გაკეთებულ ჭრილობებს. მეცნიერის აზრით, დანარჩენი ორი დაზიანება, სავარაუდოდ, კატისებრთას კბილებმა გამოიწვია.
ამავდროულად, ექსპერტები თვლიან, რომ ასეთი ჭრილობები არ არის ასი პროცენტიანი მტკიცებულება იმისა, რომ ჰომინინი, რომლის ძვალიც მათ შეისწავლეს, შეიძლება ნათესავებმა შეჭამეს. ბრიანა პობინერისა და მისი კოლეგების თქმით, ჭრილობები მიუთითებს იმაზე, რომ, დიდი ალბათობით, ისინი ცდილობდნენ ხორცის ამოღებას ძვლიდან დანით.
0
0