
აბბა ალავერდელს არქიტექტორთა კავშირის საპატიო წევრის წოდება ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა.
როგორც არქიტექტორთა კავშირის თამჯდომარემ დავით აბულაძემ დაჯილდოვების ცერემონიალზე განაცხადა, უმნიშვენლოვანესია მეუფე დავითის საქმიანობა ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის საქმეში. მან ხაზი გაუსვა ბიზნესისა და ეკლესიის თანამშრომლობას და ამის მაგალითად, ალავერდის ეპარქიისა და კომპანია ბადაგონის თანამშრომლობა მოიყვანა.
„ ჩვენ დღეს გავეცანით და ვნახეთ ეკლესიისა და ბიზნესის თანამშრომლობის მაგალითი, სადაც კომპანია ბადაგონი მონაწილეობს საეკლესიო-სარესტავრაციო საქმიანობაში. არქიტექტორების ჩართულობა და ინფორმაციის მიღება ჩვენთვის, ძალინ მნიშვნელოვანია. მისაბაძი და სასიხარულოა, რომ ბადაგონს, არა მარტო ბიზნესის, არამედ, ქართული კულტურის განვითარებაში შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი.“- განაცხადა დავით აბულაძემ.
მეუფე აბბა ალავერდელმა არქიტექტორთა კავშირს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისტორიაში, კულტურას ხანგრძლივობა მხოლოდ სიცოცხლის პერიოდში ეძლევა, რისი მაგალითიც, კომპანია ბადაგონის მიერ აღდგენილი ალავერდის ისტორიული მარანია.
„როდესაც ჩვენ, გადავწყვიტეთ ალავერდის ისტორიული მარნის აღდგენა კომპანია ბადაგონთან ერთად, ვფიქრობდით, როგორი უნდა ყოფილიყო ის, რადგან კულტურას ხანგრძლივობა მხოლოდ მისი სიცოცხლის პერიოდში ეძლევა. თუ მას სიცოცხლე არ აქვს, ის მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატია.“- განაცხადა აბბა ალავერდელმა და კახეთის რეგიონში არქიტექტორთა კავშირის დაფუძნებასაც გაუსვა ხაზი.
დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი დაესწრნენ, რომლებიც ალავერდის განვითარების გეგმასაც გაეცნენ. თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების მერების განცხადებით, კომპანია ბადაგონისა და ალავერდის თანამშრომლობა და ალავერდის განვითარების გეგმა,უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი ინფრასტრუქტურისთვის. მათი თქმით, ამ თანამშრომლობის შედეგად, ალავერდი გახდება კიდევ უფრო დიდი მიზიდულობის ცენტრი, რაც ეროვნული მნიშვნელობის სასარგებლო პროექტია.
არქიტექტორთა კავშირის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბადაგონის ღვინის ქარხანაც დაათვალიერეს, სადაც ისინი, ღვინის ჩამოსხმის პროცესს გაეცნენ.ბადაგონის დამფუძნებელმა გოგი სალაყაიამ კი, ალავერდის ეპარქიასთან ერთად დაგეგმილ, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
0
0