უცხოური ინტერესების წარმომადგენლობის რეგისტრაციის მოთხოვნების შეუსრულებლობას მოჰყვება სისხლის სამართლის სანქციები, - განაცხადა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა [პარტია „რესპუბლიკელები“], კონსტანს ლე გრიპმა.
საფრანგეთის პარლამენტმა ოთხშაბათს საბოლოოდ დაამტკიცა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი. ახალი კანონი ითვალისწინებს გავლენის ეროვნული რეესტრის შექმნას, ფინანსური აქტივების გაყინვის პროცედურასა და ალგორითმული მეთვალყურეობის ექსპერიმენტულ გაფართოებას, რომელიც ამჟამად გამოიყენება ანტიტერორისტული საქმიანობისთვის.
„კანონპროექტი სტრუქტურირებულია სამი ღერძის გარშემო. უპირველეს ყოვლისა, ის მიზნად ისახავს გამჭვირვალობის გაძლიერებას უცხოური გავლენის საკითხებში. [...] უცხოური ინტერესების წარმომადგენლობის რეგისტრაციის მოთხოვნების შეუსრულებლობას მოჰყვება სისხლის სამართლის სანქციები. ეს სისტემა ეფუძნება ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს (FARA), რომელიც ძალაშია 1938 წლიდან“, - აღნიშნა კონსტანს ლე გრიპმა ეროვნული ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
138 ხმით 10-ის წინააღმდეგ - საფრანგეთის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი საბოლოოდ დაამტკიცა. ახალი კანონი ითვალისწინებს გავლენის ეროვნული რეესტრის შექმნას, ფინანსური აქტივების გაყინვის პროცედურასა და ალგორითმული მეთვალყურეობის ექსპერიმენტულ გაფართოებას, რომელიც ამჟამად გამოიყენება ანტიტერორისტული საქმიანობისთვის.
კანონი უცხოური ინტერესების წარმომადგენლებისგან ასევე მოითხოვს, დარეგისტრირდნენ ეროვნულ რეესტრში, რომელსაც მართავს საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო. კანონის ინიცირებას საფუძვლად დაედო საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია უცხოური ჩარევის სხვადასხვა რისკი და მათგან თავის არიდების გზები. კანონი ძალაში 2025 წლის პირველ ივლისს შევა.
0
0