27/10/2024
16:22
არჩევნები 2024
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, პია კაუმას განცხადებით, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე.
მისივე შეფასებით, შემდეგ პარლამენტმა აღნიშნული კანონი ხელახლა უნდა შეაფასოს.
„მინდა, ასევე ხაზი გავუსვა პოლარიზებას, რაც ბოლო თვეების და წლების განმავლობაში არსებობდა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, ეს ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს [კანონი] ხელახლა უნდა შეფასდეს შემდეგ პარლამენტში, რათა დაცული იქნეს სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა ყველა ხმა თანაბრად ისმოდეს.
რაც შეეხება დემოკრატიას, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ, რომ ყველა მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული და დაცული იქნას ყველას თავისუფლება“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
0
0