
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილმა განაცხადებით, შექმნილია ყალბი „ენჯეოები“, რომლის მიზანია უცხოური დაფინანსების მოზიდვა.
მისივე თქმით, არსებობს გარკვეული სქემა, რომელიც გამოიყენება შესაფუთად, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება ხდება გრანტის სახით, სინამდვილეში კი პარტიების დაფინანსება ხორციელდება.
პაპუაშვილის განცხადებით, დაფინანსებასთან დაკავშირებით ყველაფერი საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს.
„არაფერი თუ არ აქვთ დასამალი, საკუთარი ხარჯები და შემოსავლები გაასაჯაროონ. ასევე იმ დონორებმაც, რომლებმაც აფინანსებენ ახალგაზრდების იარაღთან ურთიერთობას. გაასაჯაროონ ყველა თეთრი, რომელიც ამ ორგანიზაციაზე აქვთ დახარჯული. ხომ საუბრობდნენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და კანონის მიღება არანაირად არ იყო საჭირო, ახლა დაამტკიცონ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა. თავად გახადონ საჯარო ყველა შემოსავალ-გასავალი. ვნახოთ, რამდენად მზად არიან, იყვნენ საჯარო საკუთარი საზოგადოების წინაშე.
როგორც ყველა ქვეყანაში, ასევე საქართველოში აკრძალულია პარტიული შემოწირულობის მიღება, რომელიც მოდის უცხო ქვეყნის წყაროდან. ამიტომ, ისტორიებიდან, რომლებიც ბოლო პერიოდში გვესმის – ჯერ იყო „დროას“ ყალბი „ენჯეო“, ახლა არის „გირჩის“ ყალბი „ენჯეო“, ასეთივე ყალბი „ენჯეოები“ აქვს „ევროპულ საქართველოს“, ჩანს, რომ არსებობს გარკვეული სქემა, რომელიც გამოიყენება შესაფუთად, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება ხდება გრანტის სახით, სინამდვილეში კი პარტიების დაფინანსება ხორციელდება. სემინარების თაობაზე ჯაფარიძე ამბობდა, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიწვია. ეს არის მისი პარტიული ლიდერების დაფუძნებული „ენჯეო“. რა თქმა უნდა, ეს ფარისევლობაა. მარტივი კითხვაა, სემინარებისთვის იღებს თუ არა გასამრჯელოს. თუ იღებს და ეს გასამრჯელო მოედინება უცხო წყაროდან, ცხადია, საქმე გვაქვს სქემასთან, სადაც პარტიული ლიდერებიც კი ხელფასს იღებენ უცხო ქვეყნის დაფინანსებიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0