10/05/2024
15:19
ტურიზმი
2024 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 642.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 9.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 521.6 ათასი შეადგინა, რაც 16.3 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, საანგარიში პერიოდში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 328.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 28.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა, 48.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.5 პროცენტს შეადგენდა.
2024 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (34.6 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ამავე სტატისტიკით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 204.8 ათასი და 90.0 ათასი ვიზიტი.
2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.1ღამე) 5.3 პროცენტით მეტია.
განხორციელებული ვიზიტების 97.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 455.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 22.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის I კვარტალთან შედარებით 5.1 პროცენტით გაიზარდა და 873.1ლარი შეადგინა.
bpn.ge
0
0