31/10/2024
12:51
პოლიტიკა
საკუთარი მეთოდებით ისინი [უცხოელი პოლიტიკოსები] იქცევიან როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ზემოდან დაჰყურებენ ქართველ ხალხს და ფიქრობენ, რომ კლასის დამრიგებლები არიან და ქართველ ხალხს უნდა მიუთითონ, რა არის კარგი და რა ცუდი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოელები იყვნენ ამ არჩევნებში ჩართულები და გასაგებია, რომ ისინიც თავს დამარცხებულად მიიჩნევდნენ.
„ვხედავდით, რომ ამ არჩევნებში უცხოელები მონაწილეობდნენ, მხარეები იყვნენ. ხედავდით, ხომ მოწოდებებს უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან?! უცხოელი, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსები ჩართული იყვნენ და ზოგიერთი ორგანიზაციაც. უცხოელები იყვნენ ამ არჩევნებში ჩართულები და გასაგებია, რომ ისინიც თავს დამარცხებულად მიიჩნევენ. ამ დამარცხების ლუსტრაცია უნდათ, რომ ქართველ ხალხზე ჯავრის ყრაში გადმოიტანონ. ასე არ გამოვა! 1 200 მლნ ქართველის ხმას ვერავინ გააუქმებს. ყველამ კარგად უნდა გაიგოს ეს ხმა! დაფიქრდეს რატომ იყო ეს ხმა ასეთი ხმამაღალი, მჭექარე. შემთხვევით, თავად ზოგიერთი ევროპელი თუ უცხოელი ხომ არაა მიზეზი იმის, რომ ქართველი ხალხი ქუდზე კაცად გამოიყვანეს იმისთვის, რომ მათთვის ხმა მიეწვდინათ, რომ ასე არ შეიძლება საქართველოზე ზემოდან ყურება, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან. საკუთარი მეთოდებით ისინი იქცევიან როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ზემოდან დაჰყურებენ ქართველ ხალხს და ფიქრობენ, რომ კლასის დამრიგებლები არიან და ქართველ ხალხს უნდა მიუთითონ, რა არის კარგი და რა ცუდი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0