15/05/2024
20:57
პოლიტიკა
"უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა ნაცებში. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქციას ეხმაურება.
მისი ინფორმაციით, გმირთა მოედნიდან დაძრულ მომიტინგეებს "ნაციონალური მოძრაობის" ლოჯისტიკის მანქანა მიუძღვება.
"უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა ნაცებში. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ, მინისტრებს კი არწმუნებენ, შეივსება მალე ტერიტორია და იქნებ გამოხვიდეთო.
გმირთა მოედნიდან დაძრულ ხალხს წინ ნაცების ლოჯისტიკის ავტომანქანა მიუძღვება. გადაამოწმონ, არის თუ არა ესეც სწორი ინფორმაცია და მერე მაინც, იქნებ მიხვდეთ, ვის საქმეს ემსახურებით - ფულის დიდი ნაწილი ნაცების, აქციის ორგანიზება - ნაცების, გამომსვლელები - ნაცების, უცხოელების ჩამოყვანის ორგანიზება - ნაცების, წინ მიმავალი მანქანაც კი, რომელზეც გახმოვანების აპარატურა აყენია - ნაცების. რაღა დარჩა? ხმამაღალი შეძახილი - არა რუსულ კანონს. ეს რჩება მარტო თქვენი და ისიც საუკუნის ტყუილს ეფუძნება.
p. s. ახლა მითხრეს, მინისტრები მსვლელობას უერთდებიან, ხალხის სიმცირე რაღაცით რომ გადაფარონო," - წერს რატი იონათამიშვილი.
0
0