26/11/2021
12:08
პოლიტიკა
„ვერანაირ პოლიტიკურ საქმიანობაზე ვერ იქნება საუბარი უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილის შემთხვევაში, რომელიც მსჯავრდებულია. საქართველოს კანონმდებლობა ასეთ რამეს არ იცნობს. ვურჩევდი ყველა პირს, მით უფრო, მის ადვოკატებს, რომ კარგად გაეცნონ კანონმდებლობას. სააკაშვილი გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა. შესაბამისად, მისი ახირებული მოთხოვნები ერთადერთ მიზანს ემსახურება - მას უჭირს სამართლიანი სასჯელის მიღება, მაგრამ, მოუწევს და ეს ადამიანები, პირველ რიგში კი, თავად, ამას უნდა შეეგუონ“, - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
მიხეილ სააკაშვილს მორიგი ულტიმატუმი აქვს - იმ შემთხვევაში, თუ მასთან გორის ჰოსპიტალში დეპუტატებს არ დაუშვებენ, პატიმარი მკურნალობაზე უარს იტყვის. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველი ამბობს, რომ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობა ეზღუდება. მმართველ გუნდში კი, პასუხს კანონმდებლობით სცემენ და ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტისგან მსგავსი მოწოდებები და მოთხოვნები არ უკვირთ.
0
0