01/11/2023
12:42
მსოფლიო
რაფაჰის გამშვები პუნქტი გაიხსნა - უცხო ქვეყნების ათობით მოქალაქე, რომლებიც ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების დროს ღაზის სექტორში აღმოჩნდა, ღაზას ტოვებს. ამის შესახებ Times of Israel-ი იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორის დატოვება მხოლოდ რამდენიმე გათავისუფლებულმა მძევალმა შეძლო.
არსებული ინფორმაციით, დღეს ღაზის სექტორის დატოვების შესაძლებლობა 400-მდე უცხოელს მიეცემა. გარდა ამისა, ღაზის სექტორს დატოვებს 90-მდე დაჭრილი და ავადმყოფი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეგვიპტე საზღვართან საველე ჰოსპიტალს აშენებს.
რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნის საკითხზე მოლაპარაკებები ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, კატარის შუამავლობითა და აშშ-ის კოორდინაციით მიმდინარეობდა.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024