25/04/2023
11:31
პოლიტიკა
„ქართული ოცნება" არღვევს მათ მიერვე მიღებულ კონსტიტიციას - უცნაური ჩვევა აქვთ „ქოცებს“, კანონებს იღებენ, კარგიაო ამბობენ და მერე თავადვე არღვევენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „გირჩი" მხარს უჭერს როგორც სასამართლოსთან, ასევე ე.წ. ქოლ - ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.
„კონსტიტუციაში ის ცვლილება, რომელიც 50 კაცით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს, როგორც დემოკრატიის და ინსტიტუციების გამაძლიერებელი, "ქართული ოცნების" შემოტანილია და თვითონ არღვევენ მათ მიერვე მიღებულ კონსტიტუციას ისევე, როგორც პრორუსული კანონის მიღებით არღვევდნენ. უცნაური ჩვევა აქვთ "ქოცებს", კანონებს იღებენ, კარგიაო იძახიან და მერე თავადვე არღვევენ. ვნახოთ, სადამდე მივა და გამოვა თუ არა საბოლოო ჯამში საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლოსთან დაკავშირებით.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ასევე "ქოლ - ცენტრებთან" დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნასაც. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია "ქოლ - ცენტრების" მფლობელებისა და ხელისუფლების კავშირი დადგინდეს, რადგან მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების დახმარებისა და ჩარევის გარეშე ეს ამბავი არ გამოვიდოდა. ვინაიდან, მთავარი დამნაშავე, ვისაც ამ პროცესში ვეძებთ, მაინც ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, ცხადია, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ის არ შეიქმნას. როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ ოპოზიციის მთავარ დონორზე ასეთი სკანდალია, ხალხი ითხოვს კომისიის შექმნას და შენ ამას არ ქმნიდე, ეს ხომ აბსურდია, თუ თავადაც არ გაქვს კუდები არეული,"- განაცხადა ხვიჩიამ.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024