
ენოლოგმა სალომე სალაყაიამ და მისმა დამ ბარბარე სალაყაიამ ჩრდილოეთ კალიფორნიაში ქართული ღვინის კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს.
მსოფლიო ენოლოგიისა და მევენახეობის წამყვან უნივერსიტეტში, UC Davis-ში იაპონელი ფილანტროპის, კოსუნას, გამორჩეული ლექციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე სალომე და ბარბარე სონომას ექსკლუზიური ღვინის ტურის საპატიო სტუმრები იყვნენ, სადაც შეხვდნენ წამყვან კალიფორნიელ მეღვინეებს და გაუზიარეს ერთმანეთს ღვინის წარმოების გამოცდილება, ტრადიცია და სიახლეები.
ლექციის ერთ-ერთ მთავარ თემას ყურძნის ჯიშები და მათი სამომავლო პოტენციალი წარმოადგენდა, რომლის შესახებაც ვრცელ კვლევას დოქტორი ჰაროლდ შმიცი აწარმოებს. შმიცი განსაკუთრებით დაინტერესებულია ქართული ყურძნის ჯიშების პოტენციალით და სამომავლოდ მათ შესწავლას გეგმავს.
კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა კი, ცოტა მოგვიანებით, საკრამენტოს ლეგენდარულ Firehouse Restaurant-ში გამართული დახურული ვახშამი იყო, რომელიც ცნობილია კალიფორნიის რესტორნებს შორის ყველაზე დიდი ღვინის კოლექციით. საღამოს მასპინძლობდა რესტორნის სახელოვანი სომელიე და რესტორნის თანამფლობელი მარიო ორტისი.
სალომე და ბარბარე სტუმრებს ბადაგონის ღვინოებით გაუმასპინძლდნენ. ბადაგონის “ალავერდის ტრადიციების” გამორჩეულმა გემოვნურმა თვისებებმა, როგორც მარიო ორტისის, ასევე კოსუნას გულწრფელი აღფრთოვანება გამოიწვია.
2
0