10/10/2021
16:22
სხვადასხვა
,,ჩვენ არ ვიცით გლოვა. ტრაგედიის დროსაც გამუდმებით დამნაშავეების ძებნას ვცდილობთ, იმის ნაცვლად, რომ ჯერ სიცოცხლეს პულსი დავუთვალოთ და გადარჩენილებით გავიხაროთ. გლოვაშიც დამნაშავეს ვეძებთ და დღეს “ერთი ჟურნალისტი” ვიპოვეთ.
მომეწონა თუ არა? – არა! ჭირისუფალთან მისვლა ყველაზე მძიმე და შეუძლებელია ჩემთვის. ადამიანები საკუთარ ტრაგედიასთან მარტო უნდა დავტოვოთ! გამიკეთებია თუ არა ისეთი რამ, რაც არ მომწონებია? – კი.
ბევრჯერ დამიშვია შეცდომა, იმიტომ კი არა, რომ ეს მინდოდა, იმიტომ, რომ მეც ადამიანი ვარ პლუს-მინუსებით.
უბრალოდ, სულ ვცდილობ, ადამიანად დავრჩე. ჯერ ადამიანი ვიყო და მერე ჟურნალისტი.
ვინც ქოლავთ თქვენს კოლეგას, თქვენც ბევრი პროფესიული ლაფსუსი გაქვთ. ის გოგოც ვინც ,,ჩაქოლეთ”, სამწუხაროდ, მძიმედ დალაქავდა. გლოვა უნდა ვისწავლოთ, თანაგრძნობა და გვერდში დგომა. ეს მთავარია, ყოველთვის”.
0
0