26/10/2024
16:04
არჩევნები 2024
უბნებს სპეციალურად კეტავენ იქ, სადაც ოპოზიცია იმარჯვებს - ასე ცდილობს „ქართული ოცნება“ ფონს გავიდეს და ამ არჩევნებში „გაიმარჯვოს“, მაგრამ მთელ საქართველოს ვერ დაკეტავენ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა მარნეულში განაცხადა.
მისივე თქმით, დაკეტილ უბნებზე ოპოზიციის - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ასეულობით ხმა დაიკარგა.
„ეს არის თავხედურად უბნების გაუქმება გაყალბების ნიშნით იმიტომ, რომ ისინი ბიულეტენებს იღებენ იქ, სადაც აპარატები არ დგას, მაგალითად, ამ სოფელ სადახლოში. ბიულეტენებს ყრიან იმიტომ, რომ იციან „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი უპირატესობით იგებს იმ კონკრეტულ უბანს. აი, ასე კამერების წინაშე აყალბებენ, რომ ის უბანი ჩაიშალოს, გაუქმდეს. ჩვენ ვიყავით დაკეტილ უბანთან, ოპოზიციის - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ასეულობით ხმა დაიკარგა. ასე ცდილობს „ქართული ოცნება“ ფონს გავიდეს და ამ არჩევნებში „გაიმარჯვოს“, მაგრამ მთელ საქართველოს ვერ დაკეტავენ, ვერ გააუქმებენ.
უბნებს სპეციალურად კეტავენ იქ, სადაც ოპოზიცია იმარჯვებს, ცდილობენ, რომ ის უბანი ჩაიშალოს, არის ძალადობა. მათ სუს-ის „ნასეტკები“, „შპანა“ჰყავთ გამოყვანილი იმისთვის, რომ ხალხი დააშინონ ან უბნებზე, არ შეუშვან, სადაც სუსტად არიან, და ბევრგან არის ასეთი შემთხვევები, იქ პირდაპირ სხვადასხვა მანიპულაციებით ცდილობენ, რომ გაუქმდეს, ჩაიშალოს [საარჩევნო პროცესი], იმ შენობას ბოქლომი დაედოს. აი, ასეთი არჩევნები გვაქვს ჩვენ დღეს, სამწუხაროდ. ამისთვის საჭიროა, რომ ყველანი გამოვიდეთ და მაგრად დავუდგეთ, დღეს არის საქართველოს გადარჩენის დღე, ისტორიული არჩევნები, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
0
0