
ცნობილი მოცეკვავის, მარი ბაბეტას გარდაცვალების ფაქტს ერთ-ერთი რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე, გემა ხაგუში ეხმაურება. მისი თქმით, მომხდარი უბედურ შემთხვევას უკავშირდება.
„ეს არხები რომ წერთ, იპოვესო... სად მოხდა, საერთოდ იცით? იპოვეს კი არა, მანქანამ დაარტყა სანაპიროზე, რესტორან „Stella-ს“ წინ, შარდენის კიბეებთან. მანდ ვიყავი 4-ის წუთებზე, გზაზე ცხედარი რომ ვნახე, მიწაზე შავ პარკში და შარდენზე ასვლისას მომახსენეს, რომ ის ბაბეტა იყო... უბედური შემთხვევის მსხვერპლია.
თავისი შვილისთვის ცხოვრობდა და ყველაფერს აკეთებდა და იმ სისულელესაც ნუ მიაწერთ, რომ თავი მოიკლა... პირველი ვიყავი, ვინც „სთორი“ დავდე გვიან ღამით. დილამდე არ მინდოდა დამეჯერებინა... ნათელში იყოს შენი სული,“ - წერს გემა ხაგუში.
ტრაგიკული შემთხვევა შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე , დაახლოებით 03:30 საათზე მოხდა.
მომხდარის თაობაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, ერთ-ერთი ვერსიით ქალმა ჯერ თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც ხელი შეუშალეს, უკან გზაზე გადმოსვლისას "მერსედესის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. შსს-მ უკვე ამოიღო კამერების ჩანაწერები, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, გამოკითხულია ავტომობილის მძღოლიც.
0
0