უბედური შემთხვევა ქობულეთში - მამაკაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა
ქობულეთში, ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული 55 წლის მამაკაცი სამუშაოს წარმოების დროს გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დასაქმებული მძიმე ტექნიკას მართავდა, იგი მწყობრიდან გამოვიდა, შეკეთებას თავად შეეცადა, თუმცა ტექნიკა მოულოდნელად დაგორდა და მამაკაცი მოიყოლა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
0
0
108
სიახლეები
ყველა
3
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%