17/12/2024
12:04
კულტურა
მომღერალი, ნინი ბადურაშვილი აცხადებს, რომ არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს.
“არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში არ ვიღებ მონაწილეობას! ცრუ ინფორმაციებს ნუ ავრცელებთ! ყველა კონცერტი გაუქმებულია! ბოლო ინფორმაცია, რაც დაიდო, არის სიცრუე” – წერს მომღერალი.
მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცოტა ხნის წინ “ნეტგაზეთმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანრი ჯოხაძესა და ნინი ბადურაშვილს 29 დეკემბერს ლაგოდეხში საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 25 250 ლარს გადაუხდიან. ბადურაშვილის თქმით, ამ კონცერტში არც თავად და არც ანრი ჯოხაძე მონაწილეობას არ მიიღებენ.
„უბრალოდ, წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში გახვიდე და იმღერო. უბედურება ხდება ჩვენს თავს და აქედან გამომდინარე, არ მაქვს არანაირი სურვილი სიმღერის. შესაბამისად, ყველანაირი კონცერტი არის გაუქმებული… მე ვიყავი 2 თუ 3 საახალწლო ღონისძიებაში და არ ვიღებ მონაწილეობას.
ამ ფონზე, ამ რეალობაში, მე პირადად სიმღერის სურვილი არ მაქვს და არ მემღერება“ — ამბობს მომღერალი ნინი ბადურაშვილი „ნეტგაზეთთან“
0
0