18/06/2023
16:49
პოლიტიკა
"გაერთიანებაზე ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, მძიმე ისტერიკები ჰქონდათ - უახლოეს ხანში, საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს, თუ დიდ ერთობას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აუცილებლად იქნება",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საერთო სტრატეგია და ერთობა მნიშვნელოვანია.
"ჩვენ არასად არავინ დაგვიპატიჟებია, შევთავაზეთ, რომ საერთო სტრატეგია გვქონდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს საერთო სტრატეგია არ უნდათ, მგონია, რომ არც ოპოზიციონერები არიან. საერთო სტრატეგია და ერთობა მნიშვნელოვანია, რა გვინდა იმ საკითხზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ვინ როგორ დაჯგუფდება "ნაციონალური მოძრაობის“ იქით, ეს მათი საქმეა. ჩვენ გვინდა, რომ გაძლიერდნენ. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას“, უახლოეს ხანში, საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს თუ დიდ ერთობას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აუცილებლად იქნება“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.
0
0