09/06/2023
18:24
პოლიტიკა
ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა აცხადებს, რომ დასავლელი მეგობრები საქართველოს მთავრობის განცხადებებს თვალს ადევნებენ.
მისი თქმით, აპირებენ, რომ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბოლოდროინდელ „გაუგებრობებზე“ სასაუბროდ შეხვდნენ.
„უკვე თითქმის ერთი წელია, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რეკომენდაციები გასცეს. ნამდვილად არის პროგრესი, მაგრამ ასევე არის რიგი პრობლემები, რომლებზეც მუშაობას ვაგრძელებთ. მოვუწოდებთ მთავრობასა და სხვა პოლიტიკურ წრეებს, გააერთიანონ ძალისხმევა. შესაძლებლობების ფანჯარა ახლაა გახსნილი. ჩვენ ძალიან გვსურს, არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებით, საქართველომ და ქართველმა ხალხმა.
ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ განცხადებებს ისევე, როგორც საქართველოს მთავრობა ადევნებს თვალს დასავლელი მეგობრების განცხადებებს. ლიეტუვა და საქართველო ძალიან ახლო პარტნიორები არიან. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს, შევხვდებით პრემიერ-მინისტრს ორშაბათს ან უახლოეს დღეებში და ამ გაუგებრობებზე ღიად ვისაუბრებთ“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.
წყარო: “ნეტგაზეთი”
0
0