04/01/2025
14:27
საზოგადოება
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„გულითადად ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს!
განუზომელი და ფასდაუდებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებაში, ქართველი ერის რწმენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში.
უახლესი ისტორიის მანძილზე გადატანილი მრავალი ქარტეხილისა თუ განსაცდელს ჟამს, ქართული საზოგადოება სწორედ უწმინდესს - სულიერი სიმტკიცისა და შეუდრეკელობის სიმბოლოს შეჰყურებდა დიდი იმედით.
ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, რათა ჩვეული სიბრძნით, სიმშვიდითა და სიყვარულით კიდევ მრავალი წელი უწინამძღვროს ქართულ ეკლესიას!“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
0
0
ჩვენ ომში ფულს არ ვაკეთებდით - ზელენსკი
06/01/2025