29/06/2022
13:09
პოლიტიკა
არ მგონია, რომ ეს „დემარში“ რამენაირად ეფექტიანი იყოს თავისი შედეგების თვალსაზრისით. უარეს შემთხვევაში მათ გამარგინალება ელით, უკეთეს შემთხვევაში - „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივ წევრებად დარჩენა, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ეთერში სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი „ქართული ოცნებიდან“ სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის წასვლას.
„ამ „დემარშს“ სამი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს - ეს ადამიანები უპირისპირდებიან „ქართულ ოცნებას“ და ევროკავშირის მიმართ ლოიალურ პოზიციას იკავებენ, მეორე - ისინი რჩებიან „ქართული ოცნების“ ნარატივში და მესამე - ისინი კიდევ უფრო ხისტ პოზიციას იკავებენ, ვიდრე „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიმართ. პირველ ვარიანტს ალბათ, არავინ დაიჯერებს და პრაქტიკულად უნდა გამოვრიცხოთ. თუ ისინი უფრო გახისტდნენ, ვიდრე ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, მაშინ ისინი მარტივად გადაინაცვლებენ „ალტ-ინფოს“ ველში და „ალტ-ინფოს“ საპარლამენტო ვერსია იქნება, რაც მათ გამარგინალებას დააჩქარებს. ხოლო თუ იგივე ნარატივს გააგრძელებენ, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, მაშინ ეს იქნება კვაზი დისტანცირება. ამიტომ არ მგონია, რომ ეს „დემარში“ რამენაირად ეფექტიანი იყოს თავისი შედეგების თვალსაზრისით. უარეს შემთხვევაში მათ გამარგინალება ელით, უკეთეს შემთხვევაში - „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივ წევრებად დარჩენა, მაგრამ უმრავლესობის წევრები არ იქნებიან“, - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025