
ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არათუ პარტიებს აკრძალავს, განსხვავებული აზრიც, ფაქტობრივად, აკრძალულია ამ ქვეყანაში, ოპოზიციაც აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოება ციხეშია, პოლიტიკოსები ციხეში არიან. კი, ყველაფერს იზამს, არაფერ გაგიკვირდეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, "ქართულ ოცნებაში" შიდა დაპირისპირებას აქვს ადგილი.
"ერთადერთი ხსნა გვაქვს ახლა, ერთმანეთს რომ დაერივნენ შიგნით და ოპოზიციაშია ყოფილი პრემიერიც, სუს-ის ყოფილი უფროსებიც, შს მინისტრიც, მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა გამოიყენოს ხალხმა, იმიტომ, რომ შიგნით ახლა ისეთი დაჭმა აქვთ, გონზე კიდევ კაი ხანს ვერ მოვლენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა
დანა-სისხლად არიან გადაკიდებული გომელაურ-ლილუაშვილ-ღარიბაშვილთან. ისინი ამ ისტერიკით ადასტურებენ ერთ რამეს: შიგნით აქვთ უბედურება დაჭმა და მეტი ინფორმაცია მაქვს თუ არა? კიდევ უფრო მეტი მაქვს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის მარტივი რამის დადასტურდება: უახლოეს დღეებში დაიჭერენ ან ლილუაშვილს, ან ღარიბაშვილს, ან გომელაურს. ბატონო ბიძინა, მარტო დარჩებით, ხომ ხვდებით? ხომ ხედავთ? კობახიძეც ადასტურებს, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური - ყველა ჩემთან თანამშრომლობს, ყველას ინფორმაციები მოაქვს" - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
0
0