
ენი ჯო სკოტი და ეფი როუზ სკოტი ახალშობილი ტყუპი დები არიან, რომლებიც ყოველთვის მოყვებიან თავიანთი უნიკალური დაბადების ისტორიას.
ორკვერცხოვანი ტყუპი დები სხვადასხვა წლის სხვადასხვა დღეს დაიბადნენ. როგორც ტყუპების დედა კალი სკოტი ამბობს, ენი ჯო 2022 წლის 31 დეკემბერს, 23:55 საათზე დაიბადა, მისი და - ეფი როუზი კი - 2023 წლის 1 იანვარს, დილის 12:01 საათზე.
სკოტი და მისი ქმარი ქლიფი, რომლებიც ტეხასის შტატიდან არიან, თავიანთი ქალიშვილების დაბადებას 11 იანვარს ელოდნენ - ეს თარიღი საკეისრო კვეთისთვის დაინიშნა. სკოტის თქმით, 29 დეკემბერს შემოწმებაზე მისვლის შემდეგ, ის საავადმყოფოში მოათავსეს, რათა ექიმებს მისი არტერიული წნევა შეემოწმებინათ. მისივე თქმით, წყვილმა მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ საახალწლოდ მათი პირველი შვილები დაიბადებოდნენ.
„ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ საკეისრო კვეთა შაბათს გვიან ღამით გაეგრძელებინათ. პირველი ენი დაიბადა, ექვსი წუთის შემდეგ კი - ეფი. ორივე გოგონა 2.5 კგ-მდე იწონიდა. მეც და ტყუპებიც ჯანმრთელები ვართ და თავს კარგად ვგრძნობთ,“ - თქვა სკოტმა.
ახლა სკოტი და მისი ქმარი წინასწარ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა აღნიშნონ ახალი წელი და ტყუპების დაბადების დღეები ორ სხვადასხვა დღეს ათწლეულების განმავლობაში.
0
0