20/04/2023
19:11
პოლიტიკა
ტყუილია, არ მჯერა, რომ სკოლებში ბავშვების 35% შიმშილობს - ამის შესახებ, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა “პიასთან” საუბარში განაცხადა,
მეგრელიშვილი საქსტატის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებულ ბავშვთა კეთილდღეობის კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლაში.
„მშობლები უნდა ჰყავდეთ უფრო შეძლებულები და ზოგადად, კეთილდღეობაში უნდა ცხოვრობდნენ მათი მშობლები - იმისთვის, რომ ბავშვი კარგად იყოს, მშობელი უნდა იყოს კარგად, სხვა რა უნდა გაკეთდეს? ეგ სისულელეა [სკოლებში უფასო სასადილოები], ამის პოლიტიკური მოტივაცია არის, რომ მოდი, ვიღაცა მოვიმადლიეროთ იმით, რომ ვითომ, ბავშვებს რაღაცით ვეხმარებით და ვაჭმევთ ყველას. ეგ სისულელეა. არ მჯერა, არ არის არანაირი 35 პროცენტი ბავშვების, რომლებიც [სკოლაში] შიმშილობენ. ეს რომ მართალი იყოს, ხალხი გადავირეოდით. კვლევაა არასწორად ჩატარებული. სკოლაში ვმუშაობდი, ზეპირად კი არ გელაპარაკებით. ყველა ბავშვს, რაღაც გაგებით, შეიძლება დღის განმავლობაში მოშივდეს. თუ ჰკითხავ, სკოლის განმავლობაში გშივდება თუ არაო, ნებისმიერი ბავშვი გეტყვის, რომ კი, მშვიდებაო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მშიერია. შიმშილობა სხვა ფენომენია. შიმშილობა ნიშნავს, რომ შენ რაც არ უნდა გააკეთო, უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს, რასაც შეჭამ. იმ კომფორტს, რომ ბავშვმა იკვებოს, უზრუნველყოფს კერძო სკოლა, როცა მას აქვს კარგი სასადილო. ამიტომ გითხარით, რომ კეთილდღეობაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არ არის შიმშილობა, ეს არის კომფორტის მოთხოვნა იმ მოტივით, რომ ვითომ ვიღაცები შიმშილობენ და ეს ტყუილია“, - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
0
0