18/01/2025
22:32
პოლიტიკა
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის პარალელურად, სხვა პოლიტიკოსები ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრებით, შეცდომას უშვებენ.
ამის შესახებ ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემის აზრით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარალელურად, სხვა პოლიტიკოსები აშშ-ში ვიზიტით და ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრებით, იგივე შეცდომას უშვებენ, რაც დაუშვეს წინასაარჩევნოდ, როდესაც პრაქტიკულად არ აღიარეს პრეზიდენტი ევროპული არჩევანის უპირობო ლიდერად და საკუთარი თავით ტკბობით იყვნენ დაკავებული.
პარტიების ძირითადი სამუშაო დღეს საქართველოშია - მათ უნდა იპოვონ პროტესტში ინტეგრაციის გზები და მოიპოვონ ხალხის მხრიდან მათი, როგორც ლიდერების აღიარება. საერთაშორისო არენაზე ზურაბიშვილი ისედაც მაქსიმუმს აკეთებს და ტყუილად ფეხებში ნუ ებლანდებიან", - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
როგორც ცნობილია, 20 იანვარს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან სალომე ზურაბიშვილი და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. ვაშინგტონში იმყოფებიან “ფედერალისტების” ლიდერებიც, გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი.
0
0