ტყიბულის შახტში დაშავებული რვა პირიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, მას სხეულის 60% აქვს დაზიანებული - გუგა ქაშიბაძე
A-
+A

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ტყიბულის შახტში დაშავებული რვა პირიდან სამი დამწვრობისა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისივე თქმით, მათგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
„გამთენიისას შემოიყვანეს რვა მეშახტე. მათ სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანება. სამი პირი მოთავსებულია დამწვრობისა და რეანიმაციულ განყოფილებაში, მათგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა.
ამ ეტაპისთვის ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს, რომლის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, სხეულის 60% აქვს დაზიანებული, რასაც ემატება სასუნთქი გზების დაზიანება და განგრძობითი შოკი“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ტყიბულის შახტში დღეს მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
0
0
387
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%