ორი დღის წინ დაფიქსირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსარგებლეთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი, რომელმაც ერთ მილიონს გადააჭარბა, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ის რეფორმა, რაც ჩვენს ქალაქში ხორციელდება არის წარმატებული და ჩვენ მივდივართ იმ შედეგისკენ, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არის დისკომფორტი და ყველა რეფორმას თან სდევს ის დისკომფორტი, რომელიც არის გამოწვეული ამა თუ იმ მიზეზისგან, ქალაქში, ორი ერთ-ერთი მთავარი გამზირი, სარეაბილიტაციო სამუშაოებისგან გამომდინარე არის გადაკეტილი, რა თქმა უნდა ეს არის ბუნებრივი, თუმცა ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ის ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება მელიქიშვილის გამზირზე და ქეთევან დედოფლის გამზირზე, უზრუნველყოფს იმ სატრანსპორტო პოლიტიკიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო უკეთესად მართვას.
ქვეითი, მთავარი პრიორიტეტი, ეკომეგობრული ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბოლოს კერძო ავტომობილი, ეს არის ის პრიორიტეტები, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, მე მინდა გითხრათ, რომ ევროპის ყველა დიდ ქალაქში, აღნიშნული პრობლემა არის ამგვარად გადაწყვეტილი, შესაბამისად ის რეფორმა და ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს გვაქვს ქალაქში, საჭიროებს კიდევ უფრო გადაწყობას, რაც გულისხმობს რომ ის ათი მიმდინარე დერეფანი იყოს უზუნველყოფილი, რათა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავისუფლად გატარება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება არ ნიშნავს მხოლოდ ახალ ავტობუსებს, მე მინდა შეგახსენოთ ციფრები, რომ ქალაქში, ნაცვლად 450 ამორტიზირებული, ყვითელი ავტობუსებისა, დღეს ქალაქს ემსახურება 850 ახალი, ევროპული სტანდარტის ახალი ავტობუსები, ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ქალაქს ემსახურება 1000 ახალი მიკროავტობუსი, ნაცვლად ყვითელი მიკროავტობუსებისა.
გაზრდილ ნაკადებთან ერთად მოხდება მეტროს მოდერნიზება, იცით რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, როგორც ვაგონების რეაბილიტაცია, ასევე ტექნიკური საჭიროებები, რომელიც გულისხმობს სავინტილაციო სისტემებს თუ ელექტროგაყვანილობებს, მრავალი ათეული წელია მეტროში მისი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. ასევე, იმ პიკურ საათებში, დაანონსებულია, რომ დამატებული იქნება ტურნიკეტები, იმისათვის, რომ გამტარიანობა იყოს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი.
0
0