
ფეისბუკის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ახლახან წარადგინა Threads-ის საწყისი ვერსია, აპლიკაცია, რომელიც შექმნილია Instagram-ის გუნდის მიერ ტექსტის გასაზიარებლად.
„წარმოგიდგენთ Threads-ს: ინფორმაციის გაზიარების ახალ გზას“ - ასე წარადგინა Instagram-მა Twitter-ის ახალი კონკურენტი აპლიკაცია Threads. რომელიც უკვე ხელმისაწვდომია, როგორც iOS-ზე, ისე Android-ზე
Meta-სგან სხვა აპლიკაციების ალტერნატივების შექმნა არც თუ ისე უჩვეულოა, რადგან ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ აქამდეც. თუმცა ილონ მასკის მმართველობით Twitter-ზე შემოღებული შეზღუდვების პარალელურად Meta-ს ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო.
„Threads-ი Twitter-ის მსგავსია, მაგრამ ნაკლები ილონ მასკითა და მეტი მარკ ცუკერბერგით“ - წერენ Threads-ის აღწერისას.
ახალ აპლიკაციაში, თითოეულ პოსტში, 500 სიმბოლომდე შეგიძლიათ დაამატოთ მაშინ, როცა ტვიტერზე ეს ციფრი 280-ს უდრიდა. შეიძლება მოიცავდეს როგორც ბმულებს, ისე ფოტოებსა და ვიდეოებს 5 წუთამდე ხანგრძლივობით, რაც 2-ჯერ მეტია ტვიტერის მაჩვენებელზე.
აპლიკაციას უკვე იყენებენ ცნობილი პირები, როგორებიც არიან: გორდონ რამზი, შაკირა, სტივენ ბარტლეტი და სხვებ
0
0