22/12/2023
16:44
მსოფლიო
ჩარლზის უნივერსიტეტის პროფესორის რადეკ სამიკის განცხადებით, მან დაინახა, როგორ შევიდა შეიარაღებული პირი შენობაში და სროლა დაიწყო.
,ძალიან ცუდად გავხდი, მე და ჩემი სტუდენტები აუდიტორიიდან გასვლას ვერ ვახერხებდით. პანიკა შეიქმნა. ხუთი წუთის შემდეგ, შეიარაღებულმა პირმა ჩვენი აუდიტორიის კარის გაღება სცადა. ის თითოეულ აუდიტორიას ამოწმებდა, იყო თუ არა იქ ვინმე, რომ იარაღი ესროლა. საბოლოოდ, პოლიციამ შენობიდან გამოგვიყვანა. ჩვენი განყოფილების სართული მთლიანად სისხლით იყო შეღებილი. ეს ჩეხეთის ისტორიაში ყველაზე საშინელი მასობრივი თავდასხმა იყო“, - განუცხადა რადეკ სამიკმა Guardian-ს.
პრაღის უნივერსიტეტზე თავდასხმის დროს, შენობის აუდიტორიიდან სტუდენტებთან ერთად ევაკუირებული უნივერსიტეტის კიდევ ერთი ლექტორი, პროფესორი სერგეი მედვედევი ინციდენტის შესახებ იხსენებს:
"თავდასხმის მომენტში ლექციას ვკითხულობდი. თავდასხმის შესახებ ინტერნეტში ჯერ არაფერი იყო, ინფორმაცია არც ჩეხურ პრესაში გაჟღერებულა. შემდეგ შენობაში სპეცოპერაციის ჯგუფები შემოიჭრნენ. უსაფრთხოების ძალებმა აუდიტორიები გაჩხრიკეს, მანამდე კი შიგნით დარჩენისკენ მოგვიწოდეს. სტუდენტები ფანჯრიდან გადახტომისას დაშავდნენ", - თქვა სერგეი მედვედევმა.
როგორც BBC-ი წერს, თავდასხმის შედეგად დაშავებულები იდენტიფიცირებულია, თუმცა პოლიციამ მათი ვინაობა არ გაასაჯაროვა.
,,დაშავებულებს შორის სამი უცხოელია: ერთი ჰოლანდიელი და ორი არაბი,“ - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
0
0