
თვითმმართველობის არჩევნებზე მკაფიო პოზიცია გვაქვს, არ არსებობს ფაქტი, რამაც შეიძლება, ჩვენი პოზიცია შეცვალოს, თუ არ მოხდა სისტემური დემონტაჟი, ჩვენი მოთხოვნების შესრულება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როცა პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება, თავისუფალი მედია არ არსებობს, ნებისმიერ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ნიშნავს სისტემურ ოპოზიციად გადაქცევას.
„ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ყოველთვის გვაქვს საქმიანი კომუნიკაცია „ლელოსთან“. ვიმედოვნებ, „ლელო“ დაიდება არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ საქართველოსთვის. მათ თუ უნდათ, რომ „ლელო“ საქართველოსთვის დადონ, ამ შემთხვევაში, არ მიიღებენ იმ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას, რომელსაც ივანიშვილი ატარებს. ასე რომ, მათზეა ახლა გადაწყვეტილება. ვიმედოვნებთ, მოიქცევიან ისე, როგორც ქართველი ხალხისა და საქართველოსთვის იქნება სასარგებლო“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
0
0