
ამერიკული ავიაკომპანიის United Airlines-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა ლოს-ანჯელესის აეროპორტში აფრენისას შასის ბორბალი დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ბორბალი Boeing 757-200 ტიპის თვითმფრინავს მოძვრა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა თვითმფრინავი ლოს-ანჯელესიდან დენვერში მიფრინავდა. „ჩვენ მომხდარის მიზეზებს ვიკვლევთ“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
ინფორმაციის თანახმად, ბორტი დენვერში მშვიდობიანად დაეშვა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. თვითმფრინავი, რომელსაც ბორბალი მოძვრა, 30 წლისაა. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის თვითმფრინავების წარმოება 2004 წლიდან არის შეჩერებული.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ მარტში ამავე ავიაკომპანიის თვითმფრინავს, რომელიც იაპონიაში მიფრინავდა, სან-ფრანცისკოს აეროპორტში აფრენისას საბურავი მოძვრა. მაშინაც ინციდენტის დროს არავის დაშავებულა.
0
0
11 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/05/2026
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026