26/12/2023
16:41
მსოფლიო
აზიური მედიის ინფორმაციით, რუმინულ ჩარტერულ ავიაკომპანია Legend Airlines-ის თვითმფრინავი Airbus A340, რომელსაც ინდოეთის ასობით მოქალაქე გადაჰყავდა, ინდოეთში დაეშვა. დღეების განმავლობაში, მგზავრები საფრანგეთის აეროპორტში იმყოფებოდნენ.
Airbus A340-მა, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან (UAE) ნიკარაგუაში მიფრინავდა, ეჭვი მაშინ გააჩინა, როდესაც ის საწვავის შევსების დროს გაჩერდა. თვითმფრინავი 276 მგზავრით გაემგზავრა, 25 ადამიანი კი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი, საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ დარჩა. ადამიანებით ვაჭრობაში ორი ეჭვმიტანილი პირი, შემდგომი გამოძიებისთვის, ასევე საფრანგეთში დარჩა, თუმცა სასამართლომ ორივე გაათავისუფლა.
,,21 დეკემბერს, საფრანგეთის ხელისუფლებამ ანონიმური ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ, რომ თვითმფრინავის ზოგიერთი მგზავრი შესაძლოა ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლია", - აცხადებენ პარიზის პროკურორები.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფთა უმეტესობა ინდოეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მუშაობდნენ. მგზავრების მესამედი დასავლეთ ინდოეთის მდიდარ შტატ გუჯარატიდანაა. საფრანგეთის ხელისუფლება ასევე ეჭვობს, რომ ბორტზე მყოფი ადამიანები შესაძლოა ნიკარაგუაში მიემგზავრებოდნენ, შემდგომ შეერთებულ შტატებში ან კანადაში შესვლის მცდელობით.
0
0