თვითმფრინავი გადამაფორმებინეს, 2 მილიონის მანქანები მაყიდინეს, 10 მილიონის ზარალი მივიღეთ სააკაშვილის ხელისუფლების დროს - თამაზ გაიაშვილი
14/10/2021
10:20
საზოგადოება
A-
+A
„დაახლოებით 10 მილიონის ზარალი მივიღეთ სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ეს არის წართმეული, გამოძალული ფული. ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ დაიწყეს იმით, რომ ყველა დიდ ბიზნეს სტრუქტურაში ჩასვეს ოდეერები. ეს ოდეერები მოდიოდნენ და მათ სურვილებს აჟღერებდნენ. არ გააკეთებდი და ციხეში ჩაგსვამდნენ“, - ამის შესახებ Georgia Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა თამაზ გაიაშვილმა გადაცემა „იმედი live“-ში ისაუბრა.
„2008 წელს, ომის წინა პერიოდში ჩვენი თვითმფრინავი გაფრინდა თელავივში. თელავივში მოიტანეს ტვირთი . ეკიპაჟს დაავალეს, რომ ეს ტვირთი აუცილებლად უნდა წამოეღოთ. საბარგულში დაშლილი არ შეატანინეს და ტვირთი დარჩა. მოვიდნენ ოფისში სა 70 თანამშრომელი წაიყვანეს სუსში. დღის 12 საათზე და ღამის 2 საათამდე აწვალებდნენ სუსში. ჩემი თანამშრომელი, რობერტ ოგანესიანი ორი კვირა ციხეში იჯდა, არაფრის გამო. ფულის გამოძალვას ემსახურებოდა მთელი სისტემა, თვითმფრინავი გადმაფორმებინეს, 2 მილიონის მანქანები მაყიდინეს“, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.
0
0
516
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%