11/03/2022
13:15
მსოფლიო
„ორმა კანდიდატმა - ვლადიმერ პუხაევმა და გენო კაჯაევმა გამოცდა ვერ ჩააბარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სახელმწიფო ენების ფლობაში საკმარისი ცოდნა არ გააჩნიათ. პრეზიდენტობის დანარჩენმა სამმა პრეტენდენტმა - ანატოლი ბიბილოვმა, იბრაგიმ გასეევმა და ალან გაგლოევმა ლინგვისტური ტესტები ჩააბარეს და ჩათვლა მიიღეს", - ნათქვამია ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ე.წ.ცესკო საბოლოო გადაწყვეტილებას კომისიის მომავალ სხდომაზე მიიღებს.
“სამხრეთ ოსეთის” პრეზიდენტობის პოსტის მაძიებელი კიდევ ხუთი კანდიდატი ორი სახელმწიფო ენის (ოსური და რუსული) ცოდნა გუშინ ჩატარებულ გამოცდაზე გამოამჟღავნა.
ე.წ.ცესკოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ინფორმაცია გამოცდების შედეგებზე ოფიციალურ მედიასა და ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევის შესახებ“ “სამხრეთ ოსეთის” რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, ე.წ.ცესკოსთვის საჭირო დოკუმენტაციის პაკეტისა და ხელმოწერის ფურცლების მიწოდების გარდა, “სამხრეთ ოსეთის” რესპუბლიკის პრეზიდენტობის ყოველმა კანდიდატმა გამოცდა ოსური და რუსული ენების ცოდნაში უნდა ჩააბაროს. ტესტირება შედგება წერილობითი სამუშაოსა და ზეპირი პრეზენტაციისგან. კანდიდატებმა ორი კარნახი უნდა დაწერონ - ოსურ და რუსულ ენებზე, ასევე მოამზადონ ზეპირი პრეზენტაცია არანაკლებ ხუთი წუთის ხანგრძლივობის.
შეგახსენებთ, რო თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 10 აპრილს დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი იწყება.
0
0